"იქ თამაში ნამდვილად უნდა", - კლუბი, სადაც გადასვლაც ბენზემას სურს
"რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ყოფილმა აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ ფრანგი ფეხბურთელის "ლიონში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
ჯაზირი 33 წლის ფორვარდის წარმომადგენელი აღარ არის, მაგრამ მასთან კავშირს ინარჩუნებს.
აგენტის განცხადებით, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი მზადაა თავის ექს-კლუბში დაბრუნდეს.
"კარიმ ბენზემა "ლიონში"? დიახ, ვფიქრობ, ნამდვილად უნდა იქ, რეგულარულად ვსაუბრობთ, გუნდის მატჩებს თვალყურს ადევნებს", - თქვა ჯაზირიმ პოდკასტ Inside Gones-ში.
"გარდა ამისა, "გრუპამაზე" არ ყოფილა ("ლიონის" სტადიონი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა). დაბრუნება უნდა, "ლიონი" მის გულშია", - დასძინა აგენტმა.
ბენზემა "ლიონის" ღირსებას 2005 წლიდან 2009 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 148 მატჩი ჩაატარა, 66 გოლი გაიტანა, 4 საჩემპიონო ტიტული მოიგო და 2008 წელს ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.