ავტორიზაცია

"იქნება თუ არა კვარა ძირითადში?" - ვილი სანიოლის კომენტარი

"იქნება თუ არა კვარა ძირითადში?" - ვილი სანიოლის კომენტარი
თარიღი 10 Oct 2025, 18:35
ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, ბოლ ორი დღეა ცუდი ამინდებია, თუმცა ეს პრობლემა არ არის.

რაც შეეხება კვარაცხელიას, პსჟ-ს პირადად ვესაუბრე, მან ბოლო 2 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც გამართლებული იყო. მისი საბოლოო ჯამში, მომზადებითაც კმაყოფილი ვარ.

იქნება თუ არა კვარა ძირითადში? - თანამედროვე ფეხბურთში ტრავმების სენია. ზოგადად, შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ.

როგორც ფეხბურთის მოყვარული, იამალს მოედანზე მალე დაბრუნებას და გამოჯანმრთელებას ვსურუვებ. მირჩევნია მოედანზე იყვნენ საუკეთესო მოთამაშეები - ფეხბურთისთვის ასე უკეთესია.

ესპანეთს ბევრი ტრავირებული ჰყავს, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობ, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო, რადგან ერთ პოზიციაზე 5-6 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ,"
 - განაცხადა სანიოლმა.