ავტორიზაცია

ირაკლი აზაროვი: "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, წინ უკრაინა!"

ირაკლი აზაროვი: "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, წინ უკრაინა!"
თარიღი 23 აგვ 2023, 16:49
საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა დონეცკის შახტარში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა:

"აქ, პირველ რიგში, ჩემი მეგობარი გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. 

გიორგი გოჩოლეიშვილის აქ ყოფნამ ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. წლებია ვმეგობრობთ. როცა გაიგო, რომ შახტარი ჩემით ინტერესდება, დამირეკა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე მესაუბრა.

ასევე, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ჩემპიონთა ლიგაში თამაშისა და განვითარების სურვილმა, რადგან ვიცი, რომ შახტარს დიდი ისტორია აქვს და ბევრი შესაძლებლობების შეთავაზება შეუძლია. ამიტომ, ყველა ღონეს ვიხმარ გუნდთან ერთად წინსვლა გავაგრძელო.

საფრთხე არსებობს, მაგრამ კლუბი მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ცხადია, უკრაინას მხარს ვუჭერ. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს. წინ უკრაინა! ",- განაცხადა აზაროვმა.