ავტორიზაცია

ირაკლი შალიკაშვილი 2024 წლის საქართველოს დრიფტის სერიების ჩემპიონია

ირაკლი შალიკაშვილი 2024 წლის საქართველოს დრიფტის სერიების ჩემპიონია
თარიღი 06 ოქტ 2024, 22:21
დღეს, რუსთავი საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს დრიფტის სერიების მე-5 ეტაპი გაიმართა და 2024 წლის სეზონი დასრულდა.

სეზონის ჩემპიონი ირაკლი შალიკაშვილი გახდა, რომელმაც 5-დან 3 რბოლა მოიგო, 427 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი კოდუას 9 ქულით აჯობა. მესამე ადგილზე გიორგი გრიგალაშვილი გავიდა.

betlive Racing Season - Drift Series ბოლო, მე-5 ეტაპის გამარჯვებული კი სწორედ გიორგი კოდუა გახდა, რომელმაც ფინალში გიორგი გრიგალაშვილი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი გიგა კალანდიამ დაიკავა.

SMH Sports საქართველოს დრიფტის სერიების მხარდამჭერია, ხოლო LaGazzetta.ge და Goal.ge - მედია პარტნიორი.

ფოტო: driftseries.ge