ავტორიზაცია

ირანელ ფეხბურთელს თავისუფლების 26 წლით აღკვეთა მიესაჯა

ირანელ ფეხბურთელს თავისუფლების 26 წლით აღკვეთა მიესაჯა
თარიღი 10 Jan 2023, 00:10
ირანელ ფეხბურთელს ამირ რეზა ნასრ აზადანის თავისუფლების 26 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ირანული „ტრაქტორის“ ექს-ფეხბურთელმა ქვეყანაში მასობრივ პროტესტებს მხარი დაუჭირა, მას ბრალი წაუყენეს სამი პოლიციელის მკვლელობაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაშიც.

ჯამში, აზადანის თავისუფლების 26 წლით აღკვეთა მიესაჯა, ციხეში ის 16 წელს გაატარებს, რადგან ის ორივე თავის წაყენებულ ბრალდებაზე ვალს ერთდროულად მოიხდის და ასეთ დროს, 16 წელი მაქსიმალური ვადაა.

თავდაპირველად იწერებოდა, რომ ამირ აზადანის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა ირანის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.