ავტორიზაცია

ირანის ფეხბურთის ფედერაცია აშშ-ს ნაკრების მუნდიალიდან მოკვეთას ითხოვს

ირანის ფეხბურთის ფედერაცია აშშ-ს ნაკრების მუნდიალიდან მოკვეთას ითხოვს
თარიღი 28 Nov 2022, 16:27
ირანმა აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის დასჯა მოითხოვა.

როგორც The Guardian წერს, ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას ეთიკის კომიტეტში ოფიციალური საჩივარი შეიტანა, რომელშიც ირანის ღირებულებების შელახვისთვის, აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების მოკვეთას ითხოვს.

„ფიფას წესების თანახმად, ნებისმიერი ადამიანი და ხალხთა დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ღირსებას ან ერთიანობას შეურაცხყოფს, 10-მატჩით ან გარკვეული ვადით დასჯილი უნდა იყოს." - ნათქვამია საჩივარში.

გუშინ, აშშ-ს სოც.ქსელებში მუნდიალის B ჯგუფის ცხრილის სურათი გამოჩნდა, რომელზეც ირანის დროშას დატანებული არ აქვს ისლამის რესპუბლიკის ლოგო - მხოლოდ მწვანე, თეთრი და წითელი ხაზებია (იხილეთ ფოტო).



აშშ-ს განმარტებით, ასეთი სურათი მათ ქალთა უფლებების დასაცავად გამოაქვეყნეს, რომლებიც ირანში მუდმივად ილახება და რის გამოც, ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის ჰიმნსაც კი არ ასრულებენ.

ფიფამ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, მაგრამ სიტუაციასთან გარკვეული ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიკაცია ძალიან ნაკელბად არის სავარაუდო.

ხვალ, აშშ-ს და ირანის ნაკრებები ერთმანეთს გადამწყვეტ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან და გაარკვევენ, თუ რომელი გუნდი გავა პლეი-ოფში.