"ის ბევრს საუბრობს და ვოლკთანაც გაუმართლა" - კრიშტიანუ რონალდუსა და ილია თოფურიას დაპირისპირება სოციალურ ქსელში
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიაზე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო UFC 308-ზე ილიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლამდეა გადაღებული.
"მაქსი მომწონს, ის ძლიერია. თოფურია ბევრს საუბრობს. ვფიქრობ, მას ვოლკთან გაუმართლა, რადგან ვოლკი მახაჩევის დარტყმის შემდეგ ბოლომდე მზად არ იყო. ილიას ტოპ მებრძოლებთან არ უჩხუბია. თუ იგი მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემას დაიმსახურებს. ჰოლოუეი არავის დაუნოკაუტებია, ამიტომაც, თოფურიასთვის რთული მეტოქე იქნება," - განაცხადა კრიშტიანუმ.
ილიამ ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს ასეთი პასუხი გასცა: "არ ველოდი, რომ შენნაირი პიროვნება თავდაჯერებულობასა და ამპარტავნობას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაგრამ, საბოლოოდ, სხვებს ყველანი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ვაფასებთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარიერის დარჩენილ ნაწილში, შენი ოჯახი ღმერთმა დალოცოს."
მოგეხსენებათ, ქართველმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეი მე-3 რაუნდში დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი დამაჯერებლად დაიცვა.