ავტორიზაცია

ის, რაც იშვიათად ხდება - დინამო ბათუმი საკუთარ არენაზე დამარცხდა

ის, რაც იშვიათად ხდება - დინამო ბათუმი საკუთარ არენაზე დამარცხდა
თარიღი 06 მაი 2023, 00:46
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. ტრადიციულად, "ბათუმი არენაზე" უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა.

როგორც წესი, ბათუმელები ამდენი გულშემატკივრის წინაში ძალიან იშვიათად აგებენ ხოლმე და გამონაკლისი დღეს იყო.

პირველი ნახევარი უხეში თამაშით გამოირჩეოდა, ბევრი ბრძოლა და თამაშის გაჩერება იყო. 

მეორე ტაიმში მოედნიდან მასპინძელთა შემტევი პაატა ღუდუშაური გააძევეს, რამაც ბევრი რამ შეცვალა.

გაძევებიდან 7 წუთში ვანდერსონ სილვამ ანგარიში გახსნა, გამარჯვების გოლი კი მოკოლა კოვტალიუკმა გაიტანა და "დილამ" 0:2 გაიმარჯვა.