ისაკს ნიუკასლის დატოვება სურს — ლივერპული ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს!

ინგლისური მედია ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — ალექსანდერ ისაკმა ნიუკასლის უფროსობას განუცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვება სურს, რასაც კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციაც ემატება, ლივერპული შვედი გოლეადორის ტრანსფერზე ისევ მუშაობს! იმის მიუხედავად, რომ მერსისაიდელებმა უგო ეკიტიკე უკვე დაიმატეს, ენფილდის ბინადრები ისაკის დამატებას მაინც შეეცდებიან!
როდესაც ლივერპულმა უგო ეკიტიკეს ტრანსფერი დახურა, ყველა ფიქრობდა, რომ კლუბი ალექსანდერ ისაკის დამატებას აღარ შეეცდებოდა, თუმცა როგორც ჩანს არნე სლოტს სულ სხვა გეგმები აქვს — ნიდერლანდელ სპეციალისტს ეკიტიკეს შემდეგ ისაკის ყიდვაც სურს!
ნიუკასლი ამ ეტაპზე ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი £130 მილიონზე მეტს გადაიხდის, ედი ჰაუს გუნდი ამ გადაწყვეტილებას ვეღარ დაბლოკავს. ისაკისადმი ინტერესს საუდის არაბეთის ტოპ-კლუბებიც იჩენენ, განსაკუთრებით კი — ალ ჰილალი, რომელიც მზადაა შვედსს სარეკორდო ხელფასიც კი შესთავაზოს.

უახლოეს დღეებში ალექსანდერ ისაკის გარშემო უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.