ავტორიზაცია

"ისე არ გაუადვილდება, როგორც ესპანეთსა და იტალიაში", - რუნი რონალდუს შესახებ

"ისე არ გაუადვილდება, როგორც ესპანეთსა და იტალიაში", - რუნი რონალდუს შესახებ
თარიღი 09 სექ 2021, 23:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი "დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ მანიკუნიანელთა რიგებში ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"დაბრუნების შემდეგ კრიშტიანუსთან არ მისაუბრია და შაბათის მატჩზე არ ჩავალ. "ემიუს" თვალყურს ვადევნებ და მინდა, მოუმატონ".

"ვფიქრობ, კარგია, რომ კრიშტიანუ დაიბრუნეს. თავადაც ესმის, ისე არ გაუადვილდება, როგორც ესპანეთსა და იტალიაში".

"კრიშტიანუს გუნდზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - ციტირებს რუნის სიტყვებს Mirror.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება 27 აგვისტოს დაადასტურა.

რონალდუ "ეშმაკუნების" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში 196 მატჩი ჩაატარა, 84 გოლი გაიტანა და 34 შედეგიანი პასი გააკეთა.