ისტორიაში პირველად — პსჟ უეფას სუპერ თასის გამარჯვებულია

2025 წლის უეფას სუპერ თასი პარი სენ ჟერმენის ტრიუმფით დასრულდა — ლუის ენრიკეს გუნდმა ტოტენჰემი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ტოტენჰემმა გახსნა. 39-ე წუთზე თავი მიკი ვან დე ვენმა გამოიჩინა და ლონდონელები შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე თავი კრისტიან რომერომ გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 85-ე წუთზე შორეული დარტყმით ერთი ბურთი კანგ-ინი ლიმ გაქვითა, ხოლო 94-ე წუთზე გონსალო რამოშმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში პარიზულმა გრანდმა 4-3 მოიგო და ისტორიაში პირველ დაეუფლა უეფას სუპერ თასს.