ავტორიზაცია

ისტორიაში პირველად — UFC-ის P4P რეიტინგს ქართველი მებრძოლი ლიდერობს

ისტორიაში პირველად — UFC-ის P4P რეიტინგს ქართველი მებრძოლი ლიდერობს
თარიღი 01 Jul 2025, 13:45
UFC 317-ის დასრულების შემდეგ, სადაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარი მოიგო, P4P რეიტინგი განახლდა.

განახლებულ რეიტინგს სათავეში სწორედ ილია თოფურია ჩაუდგა, რომელიც ბრძოლამდე მე-3 ადგილს იკავებდა. მეორე პოზიციაზე ისლამ მახაჩევი დაქვეითდა, ხოლო მესამეზე კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი იმყოფება.

UFC-ის გაერთიანებული რეიტინგის TOP 10

1) ილია თოფურია
2) ისლამ მახაჩევი
3) მერაბ დვალიშვილი
4) დრიკუს დუ პლესი
5) ალეშანდრე პანტოჟა
6) ალექსანდერ ვოლკანოვსკი
7) მაგომედ ანკალაევი
8) ჯეკ დელა მადალენა
9) ტომ ასპინალი
10) ალექს პერეირა