ავტორიზაცია

ისტორიულმა იტალიურმა კლუბმა არსებობა შეწყვიტა

ისტორიულმა იტალიურმა კლუბმა არსებობა შეწყვიტა
თარიღი 22 Aug 2021, 16:22

იტალიურმა კლუბმა „კიევომ“ დე-ფაქტო არსებობა შეწყვიტა, იტყობინება La Gazzetta dello Sport. 

გამოცემის ინფორმაციით, ვერონელებმა სერია D-ში მონაწილეობაზე განაცხადის შედგენა ვერ მოახერხეს და დედლაინი 24 აგვისტოს იწურება.

ფედერალურმა სასამართლომ „კიევო“ სერია ბ-დან ფინანსური დარღვევების გამო გარიცხა. გუნდს ბოლოდან ამოსვლა მოუწევდა.

გუნდის ექს-კაპიტანი სერხიო პელესიე კლუბისთვის მყიდველის მოძიებას ცდილობდა. მან მოიძია ინვესტორები, რომლებიც მზად იყვნენ „კიევოში“ ფული ჩაედოთ, მაგრამ ექს-ფეხბურთელის გეგმები ვერ განხორციელდა და როგროც ჩანს, „კიევო“ რეფორმირებული იქნება.

„სამწუხაროდ, დღეს სრულდება იმ კლუბის ისტორია, რომელმაც უამრავი რამ მომცა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა. ბერვს ვცდილობდი და იმედი მქონდა, რომ ისტორიის აღდგენას შევძლებდი, ეს დიდებული იქნებოდა.

სამწუხაროდ, არ გამომივიდა. მეგონა, რომ ამ ქალაქს ბევრი ადამიანი იყო, ვისაც კლუბის ისტორიის შენარჩუნება ენდომებოდა, მაგრამ შევცდი.“ - წერს პელისიე „ინსტაგრამში“.

„კიევომ“ 2007/08-სეზონში სერია ბ მოიგო. 2001 წელს გუნდმა სერია ა-ში ისტორიაში პირველად ითამაშა და ეგრევე სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაასრულა. ამ წარმატების შემდეგ გუნდი ევროთასებზეც გავიდა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია.