იტალიაში ივა გელაშვილის დებიუტი შედგა
იტალიის სერია ბ-ში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "სპეციასა" და "კომოს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ქართველი მცველი ივა გელაშვილი, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
გელაშვილი შესვენებაზე შეცვალეს და როგორც მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, მას მცირე პრობლემები ჰქონდა.
შემდეგ მატჩს "სპეცია" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 სექტემბერს, "ვენეციას" წინააღმდეგ გამართავს.