იტალიის დერბის დრამატული ფინიში — ინტერმა იუვენტუსი დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა, ინტერმა იუვენტუსს უმასპინძლა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში, 3-2 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მე-17 წუთზე გავიდა — ბურთი საკუთარ კარში კამბიასომ ჩაჭრა და ინტერი დაწინაურდა. 26-ე წუთზე, კამბიასომ შეცდომა გამოიასწორა და წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე, ესპოსიტომ მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა, რასაც ზუსტად 7 წუთში ლოკატელის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. მატჩის გმირი კი ჟიელისნკი გახდა, რომელმაც იუვენტუსის კარი 90-ე წუთზე აიღო და ნერაძურის 3 ქულა მოუპოვა.
ინტერი 3-2 იუვენტუსი
გოლები: 1-0 კამბიასო (ავტოგოლი)(17'), 1-1 კამბიასო (26'), 2-1 ესპოსიტო (76'), 2-2 ლოკატელი (83'), 3-2 ჟიელინსკი (90')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ინტერს 61 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს კომფორტულად უდგას სათავეში, იუვენტუსი კი 46 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ნერაძური ლეჩეს ესტუმრება, ხოლო ტურინელები კომოს უმასპინძლებენ.