ავტორიზაცია

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 14 Jun 2025, 10:16
რამდენიმე დღის წინ, ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტის ადგილს ჯენარო გატუზო დაიკავებს — მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს და ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს კი მილანის, ნაპოლის, ვალენსიას და მარსელის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. ბოლოს 47 წლის იტალიელი სპეციალისტი ჰაიდუკ სპლიტის თავკაცი იყო.