ავტორიზაცია

იტალიის ნაკრებისა და ინტერის ექს-ფორვარდი სან პაულუში გადავიდა

იტალიის ნაკრებისა და ინტერის ექს-ფორვარდი სან პაულუში გადავიდა
თარიღი 26 Mar 2021, 23:21

"სან პაულუმ" იტალიის ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი, ედერი დაიმატა, წერს ბრაზილიური კლუბის ოფიციალური საიტი.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ბოლოს 34 წლის თავდამსხმელი ჩინური "ცზიანსუ სუნინის" ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში მას "კრისიუმას", "ემპოლის", "ფროზინონეს", "ბრეშიას", "ჩეზენას" და "სამპდორიას" ღირსებაც დაუცვია.

აღსანიშნავია, რომ ედერი 2020 წელს იგი ჩინეთის ჩემპიონი გახდა - 20 მატჩი, 9 გოლი.