ავტორიზაცია

იტალიის ნაკრებისა და ნაპოლის ყოფილი გოლკიპერი რეანიმაციაშია

იტალიის ნაკრებისა და ნაპოლის ყოფილი გოლკიპერი რეანიმაციაშია
თარიღი 06 Jan 2021, 22:05
იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე, მორგან დე სანქტისი ავტოავარიაში მოყვა, წერს Il Messaggero.

43 წლის იტალიელი ღამით საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როცა ინციდენტი დაფიქსირდა.

დე სანქტისს ნეკნის მოტეხილობა და თავის ტრავმა დაუდგინდა. ექიმებმა მას ელენთა ამოაჭრეს, ახლა ვეტერანი მეკარის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

დე სანქტისი "პესკარას", "იუვენტუსის", "უდინეზეს", "სევილიას", "გალათასარაის", "ნაპოლისა" და "რომას" ღირსებას იცავდა, კარიერა კი 2017 წელს "მონაკოში" დაასრულა.

იტალიის ნაკრებში დე სანქტისს 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გაშვებული, 2008 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატზე, აგრეთვე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი "სკუადრა აძურას" განაცხადში იყო.