ავტორიზაცია

იტალიის ნაკრებში დანიშვნის ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა, თუმცა ორივე პრობლემურია

იტალიის ნაკრებში დანიშვნის ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა, თუმცა ორივე პრობლემურია
თარიღი 13 Aug 2023, 23:18
რობერტო მანჩინის ნაადრევი წასვლის შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია ვაკანტური გახდა.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ამ თანამდებობაზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ლუჩანო სპალეტის ან ანტონიო კონტეს ხილვა სურს.

თუმცა, არცერთის მოყვანა ადვილი ნამდვილად არ იქნება - სპალეტი „ნაპოლისთან“ კონტაქტით არის დაკავშირებული და მსურველებს ნეაპოლიტანელებთან მოუწევთ მოლაპარაკება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, მოითხოვს თუ არა „ნაპოლი“ თავისი ექს-მწვრთნელის კონტრაქტის გაწყვეტაში ფულის გადახდას, რადგან საუბარია ნაკრებზე და არა რომელიმე კლუბზე.

ანტონიო კონტე კი სპალეტის შემდეგ მეორე ვარიანტია, ის ამჟამად თავისუფალია და ნაკრებში დაბრუნებასაც სიამოვნებას დათანხმდებოდა, თუმცა ფედერაციას სიტუაციას მისი სახელფასო მოთხოვნები ურთულებს.

ნაკრებში წინა ყოფნის დროს, კონტე წლიურად 10 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი ფედერაცია მზადაა მას მხოლოდ 5 მილიონი გადაუხადოს.