ავტორიზაცია

"იტალიის ნაკრებში გამოძახებასთან ახლოს ვიყავი" | რაფინია

"იტალიის ნაკრებში გამოძახებასთან ახლოს ვიყავი" | რაფინია
თარიღი 05 May 2025, 16:21
ბარსელონას ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რაფინიამ საინტერესო თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში მოხვედრასთან ახლოს იყოს.

"ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში უნდა ვყოფილიყავიიტალიის ნაკრებიდან დამირეკეს, ჟორჟინიოც ხშირად მირეკავდა იმ პერიოდში. გუნდმა შესანიშნავი პროექტი შემომთავაზა, რამაც ძალიან დამაინტერესა, თუმცა, 1% იმედს მაინც ვიტოვებდი, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორმის მორგება შემეძლო. და გამიმართლა, რადგან პასპორტის დამზადება ვერ მოესწრო" — რაფინია.

შეგახსენეთ, რომ რაფინიამ ბრაზილიის ნაკრების მაისურით 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.