ავტორიზაცია

იტალიის სერია ა - კვარას ნაპოლი ტორინო ესტუმრება

იტალიის სერია ა - კვარას ნაპოლი ტორინო ესტუმრება
თარიღი 07 იან 2024, 14:50
იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურში მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ტორინოს ესტუმრება

გასულ სეზონში, კვარამ ტორინოს წინააღმდეგ ორი მატჩი ითამაშა და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა

18 ტურის შემდეგ ნაპოლის 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო ტორინო 24 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს

ტორინოს და ნაპოლის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება