იტალიის სუპერთასი - მორიგი ტიტული რონალდუს კოლექციაში თუ კიდევ ერთი წაგება?
დღეს, თბილისის დროით 23:59 საათზე სკუდეტოს უცვლელი მფლობელი, ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდება კოპა იტალის მოქმედ ჩემპიონს, "ნაპოლის". აღნიშნული გუნდები ერთმანეთში იტალიის სუპერთასის ტიტულს გაათამაშებენ. განვიხილოთ, თუ რა ხდება "სინიორასა" და "ლურჯების" გარშემო.
მატჩის წინ
"შავ-თეთრები" ამ შეხვედრას ხვდებიან საშინელ განწყობაზე - უშანსოდ წაგებული იტალიური დერბი "ინტერთან" და სერია ა-ს ლიდერ "მილანთან" 10-ქულიანი ჩამორჩენა. "აძურის" დამარცხება და ტიტულის აწევა შესაძლოა იქცეს ერთგვარ რეაბილიტაციად, როგორც "ბებერი ქალბატონისთვის", ისე პერსონალურად ანდრეა პირლოსთვის.
"ბიანკონერის" ფეხბურთელებს მსგავსი ტიტული აქვთ არაერთი და იტალიის სუპერთასი ნამდვილად არ არის ჩემპიონთა ლიგა, თუმცა საეჭვოა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა თავისი პირველი სამწვრთნელო ტიტულის მოგების შესაძლებლობის წინ, მოდუნება დაუშვას. აქედან გამომდინარე, "ზებრების" ტაქტიკოსი მხოლოდ მოგებას განიხილავს.
რაც შეეხებათ "პარტენოპელებს", როდის იყო, რომ ისინი "იუვენტუსთან" საბრძოლველად მოტივაციის ნაკლებობით გამოსულან. დაძაბულობის გრადუსი მატულობს ჯენარო გატუზოს გამოჩენით, რომელიც თავის ოპონენტთან, "მაესტროსთან" ფეხბურთელობაში კარიერის საუკეთესო წლებს "როსონერიში" ატარებდა.
"სან პაოლოს" ბინადრების გამარჯვების შემთხვევაში, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ ვის ხსოვნას მიუძღვნიან ისინი აღნიშნულ წარმატებას. დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გატუზოს გუნდს ტიტულის მოგებამდე ერთი მატჩი აშორებს.
სავარაუდო შემადგენლობა
იუვენტუსი - შესნი, ბონუჩი, დემირალი, ფრაბოტა, დანილო, ბენტანკური, რაბიო, კიეზა, ბერნარდესკი, მორატა, რონალდუ
ნაპოლი - ოსპინა, კულიბალი, მანოლასი, დი ლორენცო, რუი, ბაკაიოკო, ზილინსკი, რუისი, ლოზანო, ინსინიე, პეტანია
პროგნოზი
ტურინელების ყველა სირთულის გათვალისწინებით, Goal.ge ფავორიტად მაინც მათ ასახელებს. "ბებერი ქალბატონის" მხარეს არის კლასი, გამოცდილება და კრიშტიანუს ფაქტორი. პორტუგალიელ ფორვარდს აქვს ფინალების მოგების კოლოსალური გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით "ნაპოლის" მოთამაშეებზე და სწორედ ამიტომ, ტიტულთან უფრო ახლოს სწორედ "ბიანკონერია".
გამოკითხვა