ავტორიზაცია

იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა

იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემა
თარიღი 02 Aug 2024, 17:45
თანამედროვე ფეხბურთში ნელ-ნელა კვდება კლასიკური 9 ნომრის პოზიცია და მისი ფუნქციები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორვარდების დინასტია, აპენინებზე იყო, სადაც ლეგენდალური; ალესანდრო დელ პიერო, კრისტიან ვიერი, გუზეპე მეაცა და კიდევ არა ერთი უდიდესი გოლეადორები თამაშობდნენ. არა ერთი წლის მანძილზე იტალიელი თავდამსხმელები დომინირებდნენ, როგორც ჩემპიონატებში ასწვე დიდ სანაკრებო ტურირებზეც, მაგრამ ბოლო წლებია, იტალიის მეგოლეები და სუპერ გამტანები ჩაიკარგნენ და ეს პრობლემა, ძალიან სერიოზულად დგას. თითქოს იტალიელმა ცხრიანებმა დაკარგეს გოლის ალღო და მთლიანად გადაერთნენ გუნდურ თამაშზე. არადა გვახსოვს მრისხანე ვინჩენსო მონტელა, ფილიპო ინძაგი, რომელსაც არ სჭირდებოდა ბევრი რამ გოლისთვის ის უბრალოდ ალღოთი და უდიდესი ემოციით თამაშობდა. არ დავივიწყოთ, მაგიური ლუკა ტონი, რომელსაც თავით უკეთ გამოსდიოდა გოლების გატანა ვიდრე ფეხით და კიდევ ბევრი სხვა. ეს მოთამაშეები, რომელებიც ჩამოვთვალეთ, მართლაც უმაღლესი კლასის შემსრულებლები იყვნენ. დღეს კი ჩვენ რას ვხედავთ ? ჩირო იმობილეს, რომელსაც გოლის გასატანად ნაკრებში უამრავი მატჩი და 100% მომენტი სჭირდება, ადრეა ბელოტის, რომელიც საერთოდ ჩაიკარგა და ნაკრების მაისურით თითქმის ვერ თამაშობს, ჯაკომო რასპადორის, რომელიც ნაპოლიში სკამის კაცია და არც ითვლება კლასიკურ გოლეადორად.

უკანასკნელ 2 სეზონში ყველაზე მეტი გოლი, ვინჩენცო გრიფომ გაიტანა, რომელიც საერთოდ არც კი განიხილება იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე, 68 თამაშში 29 გატანილი გოლი, რაც ასე თუ ისე მისაღებია. შემდეგი არის ჯანლუკა სკამაკა, რომლის ანგარიშზეც 27 გატანილი გოლია საკლუბო დონეზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ მისი უნიათო გამოსვლა ევრო 2024 ზე. ევრო 2020 ზე იტალია ჩემპიონი გახდა და მას მერე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რასპადორია, რომელამაც 3 წლის მანძილზე 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც უბრალოდ კატასტროფული მაჩევენბელია. თან დეგრადაცია საკმაოდ უცნაურია, რადგან თანამედროვე ფეხბურთში უფრო მეტი გოლი გადის ვიდრე ადრე. 

ამის შესახებ თავისი აზრი, კრისტიან ვიერიმ გამოთქვა და აღნიშნა, რომ თანამედროვე პრობლემა, გაჯეტებშია, ფეხბურთელების დიდი ნაწილი, იმას ფიქრობს, რომ კარგად გამოიყურებოდეს სოციალურ მედიაში და ნაკლებს ფიქრობს უშვალოდ თამაშზე. ასევე ბევრი ამ რეგრეს პეპ გვარდიოლას აბრალებს, რომელმაც თავისი სათამაშო სტილით, ფაქტობრივად მოკლა ცხრიანის პოზიცია. 

გამოსავლის მოძებნა საკმაოდ რთულია, იტალიაში მოდის ერთი გამორჩეული ტალანტი სახელად ფრანჩესკო კამარდა, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისი ხილვა ''სკუადრა აძურას" ძირითად გუნდში ჯერ ძალიან ადრეა. დრო გვიჩვენებს თუ, როგორ მოახერხებს ერთ დროს სუპერ ფორვარდების სამჭედლო იტალია ამ დიდი პრობლემის მოგვარებას და დაბრუნდებიან თუ არა ისევ ძველი იტალიელი გოლეადორები.