ავტორიზაცია

იტალიური კლუბი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

იტალიური კლუბი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
თარიღი 01 Jul 2025, 17:13
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში ნაპოლის აუცილებლად დატოვებს და მისი წარმომადგენლები ახალ გუნდს უკვე ეძებენ.

ჯანლუკა დიმარციოს ცნობით, 26 წლის ნიგერიელი ფორვარდის დამატება ტურინის იუვენტუსს სურს და მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება. Transfermarkt-ზე ოსიმენის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარის წესით გალათასარაიში გაატარა და თურქული კლუბის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გაიფორმა.