იტალიური კლუბის მწვრთნელის პოსტზე ნესტა გროსომ ჩაანაცვლა
ფაბიო გროსო "ფროზინონეს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი.
აღნიშნულ თანამხდებობაზე 43 წლის სპეციალისტმა ალესანდრო ნესტა ჩაანაცვლა.
გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, გროსო "ფროზინონეს" 2021 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის.
ამ ეტაპზე, იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელის გუნდი სერია ბ-ში მე-12 ადგილს იკავებს.