იტალიური კლუბისგან პირველი შეთავაზება გაკეთდა — რომა მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

„რომა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ, დედაქალაქურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა — საუბარია 18 მილიონ ევროზე! ამავე წყაროს ინფორმაციით, ლიონი 24 წლის ფორვარდს მინიმუმ 20 მილიონ ევროდ აფასებს, შესაბამისად, რომას შეთავაზების გაზრდა მოუწევს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდით სანდერლენდი, ფენერბაჰჩე და გალათასარაიც სერიოზულად ინტერესდებიან.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდით სანდერლენდი, ფენერბაჰჩე და გალათასარაიც სერიოზულად ინტერესდებიან.

რომა, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატებას სერიოზულად განიხილავდა, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ. ლიონის ლიდერები გუნდის დასატოვებლად ემზადებიან და დიდი შანსია ამ სიაში ქართველი ფეხბურთელიც მოხვდეს.
რაც შეეხება ფრანგული კლუბის ფინანსურ პრობლემებს — ლიონს 10 ივლისს სააპელაციო სასამართლო ელის, სადაც "Les Gones" კლუბი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის დასკვნას გააპროტესტებს.
რაც შეეხება ფრანგული კლუბის ფინანსურ პრობლემებს — ლიონს 10 ივლისს სააპელაციო სასამართლო ელის, სადაც "Les Gones" კლუბი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის დასკვნას გააპროტესტებს.