ავტორიზაცია

იტალიურმა კლუბმა ჩელსის ლუკაკუს ტრანსფერში 15 მილიონი ევრო შესთავაზა

იტალიურმა კლუბმა ჩელსის ლუკაკუს ტრანსფერში 15 მილიონი ევრო შესთავაზა
თარიღი 08 ივნ 2024, 13:03
ბელგიის ნაკრებისა და "ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "ნაპოლიში" გადავიდეს. 

ამის შესახებ La Repubblica-ს ჟურნალისტები იუწყებიან. 

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ "არისტოკრატებს" 31 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა. 

თუმცა, "ჩელსის" ეს თანხა არ აკმაყოფილებს. ლონდონელებს ბელგიელის გაყიდვიდან დაახლოებით 38 მილიონი ევროს მიღება სურთ.