ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა მესი სუპერთასის ფინალში? ბოლო ინფორმაცია

ითამაშებს თუ არა მესი სუპერთასის ფინალში? ბოლო ინფორმაცია
თარიღი 17 იან 2021, 15:49
„ბარსელონას“ შემტევმა, ლიონელ მესიმ, გადაწყვიტა, რომ „ბილბაოსთან“ გასამართ სუპერთასის ფინალში მონაწილეობა მიიღოს.

ინფორმაციას ამის შესახებ Cadena SER-ის ჟურნალისტი, ადრია ალბეტსი ავრცელებს.

რონალდ კუმანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მესი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. როგორც ირკვევა, არგენტინელმა გადაწყვიტა, რომ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „სოსიედადთან“ გამართული ნახევარფინალი „გრანადასთან“ მიღებული დისკომფორტის გამო გამოტოვა.

მატჩი „ბარსელონა“ – „ბილბაო“ დღეს, 17 იანვარს, 23:59 საათზე, სევილიაში გაიმართება.