ითამაშებს თუ არა მოჰამედ სალაჰი ოლიმპიადაზე? საბოლოო პასუხი ცნობილია
ევრო 2020-ს დასრულებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 23 ივლისს, ტოკიოში ოლიმპიადა იწყება.
საფეხბურთო გუნდები ნელ-ნელა ოლიმპიური ნაკრებების განაცხადის გამოქვეყნებას იწყებენ და ცნობილი გახდა ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაც.
ეგვიპტეს ეროვნული ნაკრების პრესსამსამსახურის ინფორმაციით, განაცხადში ვერ მოხვდა „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი.
ეგვიპტელებს თავიანთი წამყვანი ფეხბურთელის ოლიმპიადაზე წაყვანა ძალიან სურდათ, თუმცა „ლივერპულისგან“ უარი მიიღეს. საქმე ისაა, რომ მერსისაიდელებს ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება მაქსიმალურად სრული შემადგენლობით სურთ და ამიტომ, სალაჰის ოლიმპიადაზე გაშვებაზე უარი თქვეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთში ოლიმპიურ თამაშებს ფიფა არ აღიარებს, ყველა კლუბს თავისი ფეხბურთელის ამ ტურნირზე წასვლის დაბლოკვა შეუძლია და „ლივერპულმაც“ ეს შესაძლებლობა სათავისოდ გამოიყენა და ფეხბურთელი ოლიმპიადაზე არ გაუშვა.
ცნობისთვის, მერსისაიდული გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას 12 ივლისს იწყებს - პირველივე დღიდან, გუნდში გამოცხადდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2020-სა და კოპა ამერიკაზე არ იღებდნენ მონაწილეობას.