ითამაშებს თუ არა ნეიმარი ბარსელონასთან გასამართ საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში?

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა გასულ კვირაში ვარჯიში განაახლა.
როგორც L'Equipe იტყობინება, 29 წლის ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" გასამართი საპასუხო 1/8 ფინალური მატჩისთვის სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება 10 მარტს გაიმართება.
ნეიმარი 10 თებერვალს, საფრანგეთის თასზე "კანთან" (1:0) მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.
მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა სუპერვარსკვლავმა "პსჟ"-ს მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.