ითამაშებს თუ არა ვინისიუსი ნაპოლის წინააღმდეგ? - ანჩელოტის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან.
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გუნდის ლიდერის, ვინისიუს ჯუნიორის მდგომარეობაზე საუბრობს.
"ვინისიუსი სრულ მზადყოფნაშია, რომ თამაში სასტარტო შემადგენლოიდან დაიწყოს, რამდენ ხანს ითამაშებს, ამას პროცესში ვნახავთ.
რა თქმა უნდა, გუნდის სისტემა და სათამაშო ფილოსოფია არც ამ მატჩში შეიცვლება და ერთად ვიბრძოლებთ წარმატებისთვის", - განაცხადა ანჩელოტიმ.