იუნაიტედს ვეღარ აჩერებენ — კერიკის გუნდმა ამჯერად ტოტენჰემი დაამარცხა

პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 2-0.
"წითელმა ეშმაკებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. იუნაიტედმა მაიკლ კერიკის თაოსნობით ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა.
მანჩესტერი ამ გამარჯვების შემდეგ 44 ქულით მე-4 ადგილს ინარჩუნებს, ხოლო ტოტენჰემი 29 ქულით კვლავ მე-14 პოზიციაზე დარჩა.
გოლების ავტორები: 1-0 ბრაიან მბიუმო 38', 2-0 ბრუნო ფერნანდეში 81'.


