ავტორიზაცია

იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებში მუშაობას არ აპირებს

იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებში მუშაობას არ აპირებს
თარიღი 11 სექ 2023, 19:08
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აპირებს უარი თქვას გერმანიის ნაკრებზე, თუ მას მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ. 

ამის შესახებ Daily Mail-ი საკუთარ ვებ-გვერდზე იტყობინება.

კლოპის პოტენციური უარის მიზეზი მარტივია - მწვრთნელი პატივს სცემს "ლივერპულთან" არსებულ კონტრაქტულ ვალდებულებებს, სადაც რვა წელია მუშაობს. 

სპეციალისტს "მერსესაიდელებთან" კონტრაქტი კიდევ სამი წელი აკავშირებს - 2026 წლის ზაფხულამდე.