იუვემ მორატას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო - იტალიური პრესა
Goal.com-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსმა" თავისი თავდამსხმელის, ალვარო მორატას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
"ბებერი ქალბატონი" ესპანელ ფორვარდს არ გამოისყიდის, რადგან კლუბის მიზანი საიჯარო ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაა.
მადრიდის "ატლეტიკოს" თანხმობის შემთხვევაში, "ბიანკონერის" კიდევ დამატებითი 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება "სინიორას" შემტევის კლაუსულას, ანუ გამოსასყიდ თანხას, კონტრაქტში გაწერილია თანხა 35 მილიონი ევროს ოდენობით.
"შავ-თეთრები" თავიანთი ცხრიანის გამოსყიდვის საკითხს მიუბრუნდებიან 2022 წლის ზაფხულში, ცხადია, "ინდიელების" თანხმობის შემდეგ.