იუვენტუსი 16 წლის "ახალ მატეის დე ლიგტს" იმატებს

„მალაგას“ 16 წლის ჰოლანდიელი მცველის, დინ ჰეისენის მამამ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა კონტრაქტი ტურინის „იუვენტუსთან“ გააფორმა.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Football Italia იტყობინება.
იწერება, რომ ჰეისენმა „იუვენტუსთან“ 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და შემდეგი სეზონიდან „იუვეს“ 17-წლამდელთა გუნდში იასპარეზებს.
ჰოლანდიური პრესის რწმუნებით, ფეხბურთელის მამა თავადვე ამბობდა, რომ მისი შვილით უამრავი კლუბი ინტერესდებოდა, ისეთები როგორიცაა: „რეალი“, „ბეტისი“, „სევილია“, „ალავესი“, „ვილიარეალი“ და სხვები, მაგრამ ჰეისენმა იტალიაში გადასვლა თავად აირჩია.
იტალიური გამოცემები ამბობენ, რომ 16 წლის ჰეისენი სათამაშო თვისებების მსგავსების გამო ახალი მატეის დე ლიგტი გახდება.