იუვენტუსი ახალ მცველს დაიმატებს
ტურინის იუვენტუსი ზამთარში, ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს. ტიაგო მოტას გუნდს მთელი სეზონით დაცვის ლიდერი, ბრაზილიელი ბრემერი მძიმე ტრავმის გამო გამოაკლდა. რაც ბრემერმა ლაზარეთში გადაინაცვლა, იუვენტუსმა გოლების გაშვება დაიწყო და აშკარაა, რომ გუნდი ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს.
გამოიკვეთა ორი მოთამაშე. სლოვაკი მილან შკრინიარი და პოლონელი იაკუბ კივიორი. შკრინიარის მიმართ იუვენტუსი ინტერესს კარგა ხანია იჩენს, მაგრამ მისი გადმობირება არც ისე მარტივი ჩანს, რადგან პსჟში სლოვაკს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს და ასევე მისით საუდის პრო ლიგის გუნდებიც ინტერესდებიან. მეორე ვარიანტი არსენალის მცველი იაკუბ კივიორია, რომელიც იტალიას კარგად იცნობ და ჩემპიონატთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს, ასევე არსენალში მას ძირითადად სკამიდან უწევს თამაში და პოლონელს მეტი სათამაშო დრო სურს. “ზებრების“ სურვილია, რომ ორივე მოთამაშე იჯარით დაიმატოს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.