იუვენტუსი ახლოს არის სამარჯიჩის შეძენასთან

"უდინეზეს" ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი "იუვენტუსში" გადასვლით არის დაინტერესებული.
გასულ ზაფხულს სერბი ახლოს იყო მილანის "ინტერში" გადასვლასთან - გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
გასულ ზაფხულს სერბი ახლოს იყო მილანის "ინტერში" გადასვლასთან - გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსმა" 21 წლის ფეხბურთელი იანვრის პრიორიტეტულ სამიზნედ დაასახელა.
TuttoSport-ის განახლებული მონაცემებით, სამარჯიჩმა "ბებერ ქალბატონს" ტრანსფერზე წინასწარი თანხმობა მისცა.
აღსანიშნავია, რომ დუშან ვლაჰოვიჩი ნახევარმცველს უკვე დაუკავშირდა და თანამემამულეს ტურინში გადასვლა ურჩია.