ავტორიზაცია

იუვენტუსი ფიორენტინას მაროკოელი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ფიორენტინას მაროკოელი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 08 აგვ 2023, 11:28
"ფიორენტინას" 26 წლის მაროკოელი ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ს სხვა გუნდში გააგრძელოს.

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტების ცნობით, ნახევარმცველის შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. 

ფლორენციელები, თავის მხრივ, მზად არიან ფეხბურთელი გაყიდონ, თუ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ. 

გასულ სეზონში მაროკოელმა სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა.