იუვენტუსი ფრანსიშკუ კონსეისაუს იმატებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა, სერჟიუ კონსეისაუს შვილი, ფრანსიშკუ კონსეისაუ პორტუდან იჯარით აიყვანა.
პორტუგალიური კლუბი ტურინულისგან იჯარის სანაცვლოდ €7 მილიონს (ფიქსირებული) პლუს €3 მილიონს (ბონუსები) მიიღებს. "ბიანკონერის" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
კონსეისაუ სამედიცინო შემოწმებისთვის იტალიაში ხვალ გაემგზავრება.
21 წლის მარჯვენა გარემარბს, რომელსაც პორტუსთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მშობლიური კლუბის გარდა, მხოლოდ აიაქსში უთამაშია (ასევე იჯარით).