იუვენტუსი იგორ ტუდორის გაშვებას გეგმავს — სავარაუდო შემცვლელები ცნობილია

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის მუშაობით უკმაყოფილოა და მის გაშვებას განიხილავს.
იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერიში ახალი მწვრთნელი კანდიდატები უკვე შეარჩიეს — ლუჩანო სპალეტი, რობერტო მანჩინი, რაფაელე პალადინო და დანიელე დე როსი.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, იუვენტუსმა 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულის მოგროვება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი ტურინელები ანგარიშზე ორ ტურში მოპოვებული 2 ქულაა.