იუვენტუსი კოლო მუანის გამოისყიდის — მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ

ტურინის იუვენტუსს რანდალ კოლო მუანის გამოსყიდვა სურს და პარი სენ ჟერმენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 26 წლის ფრანგი შემტევი ტურინში მომავალ კვირაში ჩაფრინდება.
შეგახსენებთ, რომ რანდალ კოლო მუანი გასულ სეზონში იუვენტუსში იჯარის წესით ირიცხებოდა და ჩატარებულ 22 შეხვედრაში 10 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.