ავტორიზაცია

იუვენტუსი კვლავ დიბალას გარეშე დარჩა

იუვენტუსი კვლავ დიბალას გარეშე დარჩა
თარიღი 23 Feb 2021, 15:25
ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი, პაულო დიბალა კვლავ ტრავმირებულია.

არგენტინელი ფორვარდის დაბრუნება გადაიდო და მასთან ერთად ლაზარეთში იმყოფება გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი, არტურ მელო.

"ბებერი ქალბატონის" შემტევის მტკივნეული წერტილი კვლავ მუხლია და კლუბის ექიმები მას ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ.

"ბიანკონერის" ათიანის დაბრუნების სავარაუდო თარიღად ამჯერად სახელდება მარტის დასაწყისი, შესაძლოა შუა პერიოდიც.

შეგახსენებთ, "სინიორასა" და "პორტოს" განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 9 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე.