ავტორიზაცია

იუვენტუსი მეკარესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

იუვენტუსი მეკარესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
თარიღი 28 სექ 2024, 10:58
"იუვენტუსის" მეკარე მატია პერინი კლუბთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს. 

31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა გამოცდილ მეკარესთან გაშვებას არ გეგმავს. 

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, მხარეები ახალი შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. 

ამჟამად მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. შეგახსენებთ, რომ მატია პერინი "იუვენტუსს  2018 წლიდან ეკუთვნის.