იუვენტუსი მენდეშის იმედზეა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, სულ ცოტა დრო რჩება. ერთ-ერთი აქტიური კლუბი იანვარში იუვენტუსი იქნება. ტიაგო მოტას გუნდი არასტაბილურად გამოიყურება, ისიც უნდა დავამატოთ, რომ ახალმა ფეხბურთელებმა დიდად ვერ გაამართლეს. დუგლას ლუიზი ვერ მოერგო იტალიას, ტეონ კუპმეინერსი ეგუება ახალ გუნდს და ადაპტაციაზე ძალიან უჭირს. ამას ემატება დაცვის ხაზის ცუდი თამაში, რადგან “ზებრების“ მცველები ლაზარეთში არიან და იანვარში ცენტრალური მცველის დამატება გადაწყვეტილი ამბავია.
როგორც იწერება მცველის პოზიციაზე კანდიდატი უკვე შერჩეულია. საუბარია ანტონიო სილვაზე, რომელიც ბენფიკას ღირსებას იცავს, ბოლო პერიოდია სილვამ ძირითადში ადგილი დაკარგა და იუვენტუსს ამით სარგებლობა სურს. პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელთანაც იუვენტუს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მენდეშის ბოლო კლიენტი, რომელიც იუვენტუსში გადაბარგდა ფრანცისკო კონსეისაოა და იტალიური კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მენდეში სილვას დამატებაში თავის როლს ითამაშეს და ბენფიკას მაქსიმალურად შეამცირებინებს ფასს თავის მცველზე. სილავს ღირებულება 40 მილიონი ევროა, იტალიურ კლუბს სურს, ფეხბურთელის იჯარით დამატება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ ბენფიკას პრეზიდენტმა რუი კოშტა აღნიშნა, რომ იანვარში სილვა გუნდს იჯარით არ დატოვებს და მისი წასვლა მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით მოხდება. რაც “ბებერ სინიორას“ საქმეს ურთულებს.
იუვენტუსი ამ წუთისთვის ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ ნაპილის 6 ქულით ჩამორჩება, ტიაგო მოტას გუნდს შემდეგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ბოლონიასთან აქვს.