იუვენტუსი მიდტიულანდის ნახევარმცველით ინტერესდება

"იუვენტუსი" "მიდტიულანდის" ნახევარმცველ იენს კაიუსტით ინტერესდება, წერს Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის შვედი "ბებერი ქალბატონის" შორტ-ლისტში მოხვდა.
კაიუსტი "მიდტიულანდში" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 76 მატჩში 2 გოლი გაიტანა, აგრეთვე 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
Transfermarkt-ის ვერსიით, კაიუსტის სატრანსფერო ფასი ამჟამად 7 მილიონ ევროს შეადგენს.