იუვენტუსი მზადაა გრინვუდის თაობაზე 30 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთოს
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელმა მეისონ გრინვუდმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს.
"იუვენტუსი" 22 წლის ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, რომელმაც ინგლისელთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.
ახლა "ბებერი ქალბატონი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" უნდა შეთანხმდეს, რაზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს.
ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "იუვენტუსი" გრინვუდისთვის დაახლოებით 30 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს შესთავაზებს.
მანჩესტერ "იუნაიტედი" დაახლოებით 50 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ტურინელები დარწმუნებულნი არიან, რომ კომპრომისი მოიძებნება.