იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს — მთავარი კანდიდატი ცნობილია

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის იუვენტუსს ზამთარში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ინტერის ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის დამატება სურს და მხარეებმა აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
როგორ ირკვევა, ნერაძური 26 წლის იტალიელს 30 მილიონ ევროდ აფასებს და მზად არის ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს. აღნიშნულ ტრანსფერზე უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

