იუვენტუსი ქარიმ ადეიემის თაობაზე დორტმუნდს მიმართავს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსი, დორტმუნდისთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთებამდე, ქარიმ ადეიემის მამასთან და გარემოცვასთან მოლაპარაკებებს კვლავ გამართავს.
გერმანელ ფეხბურთელს ტურინულ კლუბში გადასვლა სურს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვე ბორუსიას მის სანაცვლოდ €35 მილიონს პლუს €10 მილიონს (ბონუსები) შესთავაზებს.
ადეიემი "შავ-ყვითლებში" 2022 წლიდან ასპარეზობს. დორტმუნდმა ის ზალცბურგიდან €30 მილიონად შეიძინა. დორტმუნდის მაისურით ქარიმმა 66 მატჩში 14 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.