იუვენტუსი ვლაჰოვიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ტურინის იუვენტუსი იწყებს დუშან ვლაჰოვიჩთან ახალ კონტრაქტზე საუბარს. ''ბებერ სინიორას'' დიდი სურვილი აქვს თავისი ლიდერის დატოვების, რომელსაც შეუძლია სეზონში 30 გოლის და მეტის გატანაც. ვლაჰოვიჩი უდავოდ ითვლება ტურინელთა მთავარ შემტევად და მისი დარჩენა გუნდისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.
ვლაჰოვიჩს კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლამდე აქვს და ის წლიურად 12 მილიონს გამოიმუშავებს. იუვენტუს ამ წუთისთვის სურს, რომ მოთამაშესთან კონტაქტი 1 წლით გააგრძელოს და ხელფასი 2 მილიონით შეიმციროს, რაც ვლაჰოვიჩს საშუალებას მისცემს მომდევნო წლებში წელიწადში 10 მილიონი გამოიმუშაოს. რთული სათქმელია დათანხმდება თუ არა სერბი ამ შეთავაზებას, რადგან მან სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და დიდი შანსია სეზონის ბოლოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც თან წაიღოს.
ამ წუთისთვის იუვენტუსი პირველ ადგილს იყოფს მილანის ინტერთან და ''ნეროაძურის'' ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.