იუვენტუსის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„იუვენტუსმა“ გუნდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის შესახებ დაადასტურა.
ვირუსი გუნდის 23 წლის ნახევარმცველს, როდრიგო ბენტანკურს დაუდასტურდა, რომელსაც ის ჯერჯერობით უსიმპტომოდ გადააქვს.
რამდენიმე დღის წინ, ტურინელებმა დაადასტურეს, რომ გუნდში კორონავირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა და შესაძლოა, ბენტანკურიც სწორედ მისი კლასტერიდან იყოს.
უახლოეს პერიოდში, „იუვეს“ ორი შეხვედრა უწევს - „ლაციოსთან“ სერია ა-ში და „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე.